გოგაშვილის განცხადება სრული სიცრუეა, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ დაავალებდა მოსმენებს, ის მას არ იცნობდა, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ჟურნალისტებთან საუბრისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებას.
„ბატონი გოგაშვილის განცხადება სრული სიცრუეა, ბატონი ბიძინა მას ვერანაირად ვერ დაავალებდა მოსმენებს, ის მას არ იცნობდა. როგორ დაავალებდა ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა ან რა უნდა დაევალებინა? ეს აბსურდია, ამ ადამიანს ფიზიკურად არ იცნობდა. ან მე როგორ დამავალებდა? აცხადებს, რომ კრეფსებს, აუდიოჩანაწერის ბეჭდურ ვარიანტს აგზავნიდა ბიძინა ივანიშვილთან, ბატონ პრემიერთან და კობახიძესთანო. უკანონო მოსმენების თემა საერთოდ გამორიცხეთ. უკანონო მოსმენები არ ხორციელდება“, - აცხადებს გომელაური.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს.