უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა, რომელიც კიევში იმყოფება. ამის შესახებ Ukrinform-ი უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
ლაიენმა განაცხადა, რომ ომით უკრაინას ექნება ევროპის მხარდაჭერა „რამდენ ხანსაც დასჭირდება“ და ის ეწვია კიევს ბლოკთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა შთამბეჭდავ პროგრესს აღწევს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.
„შთამბეჭდავია იმის დანახვა, რა სისწრაფით, შეუპოვრობით, სიზუსტით პროგრესირებთ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დედაქალაქში ხუთშაბათს, 15 სექტემბერს ჩავიდა.