უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მონაწილეებს აშშ-მ სანქციები დაუწესა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დააწესა ორი სუბიექტისა და 22 ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში მონაწილეობდნენ. მათ შორისაა ჩეჩენი ლიდერი რამზან კადიროვი და მისი ოჯახი.

სიაში ასევე შედის Task Force Rusich, რუსული ნეონაცისტური გასამხედროებული ჯგუფი, რომელიც უკრაინაში რუს სამხედროებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. ასევე - ყირიმში რუსეთის მიერ „დანიშნული“ მოსამართლეები.

„როდესაც უკრაინა წინსვლას აჩვენებს საკუთარი თავისუფლების დაცვის კუთხით, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა კიდევ უფრო შევასუსტოთ რუსეთის უნარი, აღადგინოს თავისი შეიარაღებული ძალები, პასუხისგება დავაკისროთ დამნაშავეებს და მოვახდინოთ პუტინის შემდგომი ფინანსური იზოლაცია“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა.