ალეკო ელისაშვილის თქმით, პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას მეხუთე რაუნდის გამართვის შემდეგ მიიღებს. მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და საარჩევნო კანონმდებლობის ძირფესვიანი შეცვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში ის მზადაა პარლამენტში შევიდეს .
“გვაქვს ასეთი გეგმა. ველოდებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, რადგან გვაქვს ელჩების პატივისცემა, რომელთაც უზარმაზარი შრომა ჩადეს. თუ მეხუთე რაუნდი არ გაიმართება, მოვიფიქრებთ როგორ ვიმოქმედოთ. თუკი “ქართული ოცნება“ იმ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, რაც ჩვენი აზრით, ამ ქვეყნისთვის საშვილიშვილო ამბავია, ანუ საარჩევნო რეფორმა და ცესკოს ფუნდამენტური ცვლილება, ასევე ციხეში მყოფი პოლიტპატიმრების გამოშვება და თუკი ამ პირობების შესრულების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, “ქართული ოცნება“ ცვლილებებს მიიღებს, დაარქმევს მას ელექტრონული არჩევნების სისტემას, მაგრამ იქნება გამოღრუტნული და გამოშიგნული შინაარსის ცვლილებები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.