აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას მიესალმება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს.
„ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას და გავაგრძელებთ მუშაობას მხარეებთან.
შეერთებული შტატები ერთგულია, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის”, - წერს ბლინკენი.
Reuters-ის ცნობით, ორდღიანი კონფლიქტის დროს 170 -ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.