მსოფლიომ რუსეთს პასუხი უნდა აგებინოს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღაამოს ვიდეომიმართვაში განაცახდა.
„ხარკოვის ოლქში, იზიუმში ადამიანების მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს. იქ უკვე დაწყებულია სასამართლო პროცესი. მეტი ინფორმაცია - მკაფიო, გადამოწმებული ინფორმაცია - ხვალ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ხვალ იზიუმში უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტები ჩავლენ. ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ იცოდეს რა ხდება რეალურად და რა გამოიწვია რუსულმა ოკუპაციამ.
ბუჩა, მარიუპოლი, ახლა, სამწუხაროდ, იზიუმი... რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამაზე პასუხი უნდა აგოს, მსოფლიომ რუსეთს რეალური პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს. ომი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.