სომხეთის მთავრობის შენობის წინ რესპუბლიკის მოედანზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
სომხეთის მთავრობის შენობის წინ, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის მთავრობის შემდეგი სხდომა 11:oo საათზე იმართება.
მანამდე მოძრაობა 5165-ის ლიდერმა კარინ ტონოიანმა დაუმორჩილებლობის აქციების დაწყება გამოაცხადა.