იტალიის ცენტრალურ ნაწილში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში, მარკეს რეგიონში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

სტიქიის გამო, დატბორილია რაიონის ქუჩები, მოსახლეობას არ მიწოდება ელექტროენერგია. ამასთან, სტიქიის გამო, მემარცხენე-ცენტრისტულმა დემოკრატიულმა პარტიამ რეგიონში საარჩევნო კამპანია შეაჩერა.