გამოკითხულთა 76% რუსეთს დიდ საფრთხედ აღიქვამს - NDI

NDI- ახალ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის არის.

გამოკითხილთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით.

გამოკითხილთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის.

გამოკითხილთა უმრავლესობა 76% რუსეთს საფრთხედ აღიქვამს. მცირე საფრთხედ - 12%.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ნაკლებად ამბობენ, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს.