შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

"რაც შეეხება ჩემი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენას, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც დამტკიცების შემთხვევაში დამეკისრება. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი და წარმატებული ინსტიტუტი იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და კიდევ უფრო წარმატებული“, – აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა.

ამასთან, რეგლამენტის გათვალისწინებით, გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს და მას პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 76-ხმიანი კვორუმით ირჩევს.