სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა.
გიორგი ძაგნიძეს ქვეყანა დატოვებული აქვს, მასთან კომუნიკაცია სასამართლომ სოციალური ქსელის მეშვეობით დაამყარა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი ჯარიმის ამონაწერის ჩაბარებას არ აპირებდა.
ამასთან, ძაგნიძის ოჯახი წევრები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.