ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად კვებისთვის თანხა არ ჰქონდა - NDI

„ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა",- ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია აღნიშნული. 

გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ ასეთი შემთხვევა ყოველთვე, ამ უფრო ხშირად ჰოქნდა. 29% ამბობს, რომ უფრო იშვიათად ვიდერე ყოველდღე, ხოლო 39%-ის განცხადებით, ასეთი ფაქტი არ ყოფილა. 

გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე აწუხებს.

ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს.

საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.