ევროკავშირმა ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხას 4 ქვეყანა დაამატა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრის მონაცემების მიხედვით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში 100,000 ადამიანზე ინფიცირების, დაახლოებით, 120 ახალი შემთხვევა მოდიოდა.
გამოცემის მიხედვით, „წითელი ზონის“ ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა ნიდერლანდები, ისლანდია, დანია და უნგრეთი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირების 2,921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და შესაბამისად, ქვეყანამ დამატებითი შეზღუდვები დააწესა, მათ შორის ყველა სახის რესტორანი და ბარი საღამოს 10 საათზე იხურება.
ისლანდიის შემთხვევაში, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა 80 შეადგინა. როგორც ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, ეს რიცხვი თავისთავად არც თუ ისე მაღალია, მაგრამ თუ ისლანდიის მოსახლოების სიმცირეს გავითავლისწინებთ, უკვე საგანგაშოდ ითვლება.
რაც შეეხება დანიას და უნგრეთს, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა, შესაბამისად, ბოლო 24 საათის განმავლობაში 435 და 851 შეადგინა.
„წითელი ზონის“ ქვეყნების სრული ჩამონათვლი კი ასე გამოიყურება:
ესპანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, დანია, უნგრეთი.