დღეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღეა.
თარიღის აღნიშვნა ქვეყანაში 2012 წლიდან დაიწყო და ის 2004 წელს მიღებულ კანონს უკავშირდება. სწორედ 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონით გამოცხადდა ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ.
ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. იგი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.
პანდემიის გამო სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმილი არ არის, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, ტრადიციულად თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან 12:00 საათზე სახელმწიფო დროშები გადმოიფინება. ღონისძიებაში მონაწილეობას საკრებულოს წევრები მიიღებენ.