მოლაპარაკებები თურქეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის, სამარყანდში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის“ მოედანზე პრესისთვის დახურულ რეჟიმში 40 წუთს გაგრძელდა.
როგორც თურქული მედია წერს, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდორანმა „მარცვლეულის შეთანხმებისა“ და აუკიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი განიხილეს.
მედიის ცნობითვე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში საკვების უმეტეს ნაწილს უღარიბესი ქვეყნები მიიღებენ. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსმა ოპერატორებმა მიიღეს ნიშანი, რომ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი თურქეთის გავლით შეუძლიათ.
რაც შეეხება აკუიუს ატომური ელექტროსადგურის პროექტს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ „დიდი სურვილი აქვს, პირველი ბლოკი დროულად, 2023 წელს ამოქმედდეს“.