ილია დარჩიაშვილმა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში, ჩანაწერი გააკეთა

2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მან დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო ავრცელებს.  

„ძალიან ვწუხვართ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, მისი უდიდებულესობა ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ სრულად ვუერთდებით მსოფლიოს და პატივს მივაგებთ მისი უდიდებულესობის საოცარ დანატოვარს. მისი მეფობა, რომელიც წარმოადგენს ძლიერი სახელმწიფოებრიობის, ეროვნული მთლიანობისა და ურყევი თავდადების სიმბოლოს, ჩვენთვის შთაგონების წყაროა და აუცილებლად დარჩება შემდეგი თაობების მეხსიერებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით გულწრფელად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, ბრიტანელ ხალხსა და თანამეგობრობას,“ - აღნიშნულია მინისტრის სამძიმრის წერილში.