საბერძნეთი და გერმანია საბოლოოდ შეთანხმდნენ „წრიული გაცვლის“ სქემაზე, რომლის მიხედვითაც ბერძნული მხარე უკრაინას 40 საბჭოთა BMP-1 ქვეით საბრძოლო მანქანას, ამდენივე უფრო თანამედროვე გერმანული Marder-ის სანაცვლოდ გადასცემს. ამის შესახებ პარასკევს საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
„საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებით, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ნიკოს პანაიოტოპულოსი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, შეთანხმდნენ, რომ საბერძნეთი უკრაინას 40 ჯავშანტექნიკას გადსცემს, სანაცვლოდ კი გერმანია საბერძნეთს, Marder მანქანებს გადასცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინა საბერძნეთისგან 40 საბჭოთა BMP-1 ქვეით საბრძოლო მანქანას მიიღებდა. მხარეებს შორის „წრიულ გაცვლაზე“ შეთანხმებას ოთხი თვე დასჭირდა.