14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში ქართული თეატრის დღე აღინიშნება.

ქართული პროფესიული თეატრი დააარსა და მისი იდეური, შემოქმედებითი მრწამსი განსაზღვრა პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა.

პირველი წარმოდგენა გაიმართა 1850 წლის 2 (14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სცენისმოყვარეთა ძალებით, ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მისივე პიესა "გაყრა".

რეჟისორისა და დრამატურგის მიერ თბილისში ჩამოყალიბებული პირველი პროფესიული თეატრი, ცარიზმის ინტერესებთან კონფლიქტის გამო, 1856 წელს დაიხურა და წლების შემდეგ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით აღდგა.

ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.