ჯო ბაიდენი ტრამპს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ საგანგებო განცხადება ჯო ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

„კაპიტოლიუმზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული იყო. თავდასხმა განახორციელეს პოლიტიკურმა ექსტრემისტებმა და შიდა ტერორისტებმა, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა წააქეზა.

ეს იყო აშშ-ის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხი, რომლის მონაწილეებიც პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბაიდენის შტაბმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა.