"ეს შემზარავია, საშინელებაა", - იზიუმში მასობრივი სამარხის აღმოჩენას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი გამოეხმაურა.
- ჯოზეფ ბორელი იზიუმში მასობრივ სამარხებზე: რუსული ძალების ეს არაადამიანური ქმედებები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
- გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის
- ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს
"სამწუხაროდ, ეს შეესაბამება იმ მანკიერებას და სისასტიკეს, რომლითაც რუსეთის ძალები უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ამ ომს აწარმოებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისა და სისასტიკეების აღრიცხვის ძალისხმევის მხარდაჭერასა და რუსებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევის ხელშეწყობას," - განაცხადა კირბიმ.
- ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე
- მიხაილო პოდოლიაკის თქმით, დასავლეთი შესაძლოა, იძულებული გახდეს, კიევს მეტი იარაღი მიაწოდონ
შეგახსენებთ, 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.