ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ ქალაქებში მასობრივი საფლავები და წამების ადგილები ადასტურებს, რომ რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშში.
„ახლად გათავისუფლებულ იზიუმში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი საფლავებისა და წამების ადგილების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკე არ იყო ომის ცალკეული დანაშაულები, არამედ რუსული სიმხეცის მცირე ნაწილი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაიდინა“,- ნათქვამია განცხადებაში.
- ჯოზეფ ბორელი იზიუმში მასობრივ სამარხებზე: რუსული ძალების ეს არაადამიანური ქმედებები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
- ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.