მოლდოვა აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ TV8-ს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განუცხადა.
„გაზის ალტერნატიული წყაროების პოვნა რთული არ არის. გაზის შოვნა ხელმისაწვდომ ფასადაა ძნელა. მთავრობა მოლაპარაკებებს რუმინეთთან და აზერბაიჯანთან აწარმოებს. შესაძლებელია, ტექნიკური თვალსაზრისით, ამ გაზმა მოლდოვის ყველა რეგიონამდე მიაღწიოს, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ ფასზეა დამოკიდებული, ”- განმარტა სანდუმ.
მანამდე მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს.
„ჩვენ გვსურს გავაფორმოთ ხელშეკრულება გაზის იმპორტზე წელიწადში 1-დან 3 მილიარდ კუბურ მეტრამდე დიაპაზონში“, - განაცხადა მან.
სპინუს თქმით, მოლდოვას გაზის მარაგი 35 მილიონი კუბური მეტრს შეადგენს, ზამთარში ეს მოცულობა მაქსიმუმ ათი დღისთვის იქნება საკმარისი.