შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე ერთი პირია იდენტიფიცირებული და შსს-მ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.
როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სამართლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ კიკეთში ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, მათ შორის, ორი ქალია. დაჭრილები თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.