ხარკოვის ოლქის პროკურატურის განცხადებით, „კაზაჩია ლოპანის“ ოკუპაციის დროს, რუსეთის არმიამ სარდაფში ციხე მოაწყო და იქ ადგილობრივ მოსახლეობას აწამებდა.
პროკურატურის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს მოწყობილობა, რომლითაც ადამიანებს ელექტრობის გამოყენებით აწამებდნენ. „ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის სატელეფონო მოწყობილობა გენერატორით, რომლის გვერდით ჩანს მავთულები საკანცელარიო სამაგრებით“, - აცხადებენ ხარკოვის პროკურატურაში.
ბალაკლიას მცხოვრებმა ასევე განუცხადა BBC-ის კორესპონდენტებს, რომ რუსი სამხედროები ტელეფონს ელექტროშოკით წამებისთვის იყენებდნენ.
დაპატიმრებული მშვიდობიანი მოსახლეობის წამების შესახებ ცნობები ასევე ვრცელდება ხარკოვის რეგიონის სხვა დასახლებებიდან, რომლებიც რუსეთის არმიის მიერ იყო ოკუპირებული.