ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 756, აჭარაში - 337, იმერეთში - 746.
ამ ეტაპზე 808 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია. მათ შორის, თბილისში - 369, აჭარაში - 62, იმერეთში - 192.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 240 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 8, იმერეთში - 27.
638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 236 - თბილისში, 325 - აჭარაში, 28 - იმერეთში.
8 942 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 469 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 196, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 7.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 748 კოვიდინფიცირებული.