ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა იყო განთავსებული, ოთხი ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. Ukrinform-ი იტყობინება, რომ ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო Facebook-ზე ავრცელებს.
დაზვერვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ოლქში დარტყმების შედეგად დაშავებულია 80, ვასილიევკის ოლქში განადგურებულია 15 რუსი სამხედრო. ამასთანავე, უკრაინის დაზვერვის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებშიც, სადაც რუსებს დიდი ზიანი მიადგათ, როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით.
უკრაინის თავდაცვის ძალების ეფექტიანი მოქმედებების შედეგად ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა იყო განთავსებული, დაფიქსირდა ოთხი ძლიერი აფეთქება.
ამ დროისთვის ცნობილია 180-მდე რაშისტის დაღუპვის შესახებ, რომლებიც ქალაქიდან სამი სატვირთოთი გაიყვანეს. კიდევ რამდენიმე ათეული გადაიყვანეს ხერსონის სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან“, – იუწყება დაზვერვა.