რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ყარაბაღის ზანგელანის რეგიონს ეწვევა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად აეროპორტს გახსნის

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 20 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ყარაბაღში ზანგელანის აეროპორტის გახსნას დაესწრება, იტყობინება სააგენტო Anadolu.

„ილჰამ ალიევმა გვთხოვა ვიზიტის თარიღის დადგენა. ზანგელანში აეროპორტის გახსნის შემდეგ გავემგზავრებით ჯაბრაილში, სადაც საზეიმო ცერემონია გაიმართება. შესაბამისი შეთანხმება მიღწეულია. არ გამოვრიცხავ მონაწილეობას“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ყარაბაღის საკითხს, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ყველა ქვეყანამ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატოს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.