პოლიციამ უკვე დააფიქსირა 241 სამხედრო დანაშაული, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ დასახლებებში ჩაიდინეს.
მის შესახებ ხარკოვის რეგიონულმა პოლიციამ განაცხადა.
მისივე თანახმად, უკრაინის ეროვნული პოლიციის საგამოძიებო ქვედანაყოფები გათავისუფლებულ დასახლებებში სამხედრო დანაშაულების აღრიცხვის მიზნით, ზომებს იღებენ.
„დეოკუპაციის ღონისძიებების დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა 241 სამხედრო დანაშაული", - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 400-ზე მეტი ცხედარი, მათ შორის წამების ნიშნებით იპოვეს გათავისუფლებულ იზიუმში. იდენტიფიცირებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და ბავშვები.
ხარკოვის ოლქის პროკურატურის განცხადებით, „კაზაჩია ლოპანის“ ოკუპაციის დროს, რუსეთის არმიამ სარდაფში ციხე მოაწყო და იქ ადგილობრივ მოსახლეობას აწამებდა.