ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, ვინც დაამცირა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე

ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, ვინც დაამცირა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში - სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში უკვე ნაპოვნია ათზე მეტი წამების ოთახი. ოკუპანტებმა გაქცევისას წამების მოწყობილობებიც დატოვეს.

„კაზაჩია ლოპანის“ ჩვეულებრივ რკინიგზის სადგურზეც კი იპოვეს წამების ოთახი და ელექტრო წამების იარაღები. ეს უბრალოდ რკინიგზის სადგურია... ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. ამას აკეთებდნენ ნაცისტები, ასე მოიქცნენ რუსები. ისინიც ერთნაირად გიპასუხებენ - ბრძოლის ველზეც და სასამართლო დარბაზებშიც. ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, ვინც დაამცირა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე" - განაცხადა ზელენსკიმ.