ილია მეორე: სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ვინ გაუძლებდა  ამ ცხოვრებას

"დღეს არის ბედნიერი დღე, ვისტუმრებთ ძველ წელს და ვლოცავთ ახალ წელს. ბედნიერი იყოს ეს წელი საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის", - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას ძველით ახალი წელი მიულოცა.

"დღეს არის ბედნიერი დღე, ვისტუმრებთ ძველ წელს და ვლოცავთ ახალ წელს. დღეს საპატრიარქოში შევასრულეთ სამადლობელო პარაკლისი და მადლობა შევწირეთ უფალს, იმ განსაცდელისთვის, იმ მძიმე დღეებისთვის და სიხარულისათვის, რომელიც გადავიარეთ.

ახლა ვლოცავთ მომავალ წელს, ბედნიერი იყოს ეს წელი საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის.

წმინდა იოანე ღვისმეტყველი ამბობს, "ღმერთი არის სიყვარული". სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ვინ გაუძლებდა ამ ცხოვრებას. სიხარული მოგცეთ მამაზეციერმა. სიყვარული იყოს ჩვენი მფარველი უფალი, სიყვარულმა გაგაძლებინოთ და სიყვარულმა ბოლომდე მიგატანინოთ თქვენი ჯვარი", - აღნიშნა ილია მეორემ.