მედია: ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. მედია იტყობინება, რომ ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) ბინიდან დოკუმენტები და ელექტრონული მოწყობილობა ამოიღო.

მოწმეების თქმით, საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები ოლიგარქს დილის ხუთ საათზე, კურორტ ბუკოველში, მის საცხოვრებელ ადგილას ესტუმრნენ.

მედიის ცნობით, იგორ კოლომოისკისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, თუმცა ის არის Ukrnafta-ს (ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საექსპორტო კომპანია, ნავთობისა და გაზის უდიდესი მწარმოებელი ქვეყანაში) თანამფლობელი, სადაც გამომძიებლებს ფინანსური მაქინაციების შესახებ აქვთ ეჭვები.