დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. იმპიჩმენტი არ არის საბოლო განაჩენის გამოტანის მანიშნებელი, ის არის ოფიციალური პირის თანამდებობიდან გადაყენების პირველი ნაბიჯი. 229 მომხრე და 195 მოწინააღმდეგე - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს.
რა ხდება იმპიჩმენტის შემდეგ.
საკითხი განსახილველად სენატში გადაიგზავნება.
რა პროცესი მიმდინარეობს სენატში.
ვიდრე საკითხი სენატში შევა განსახილველად, პალატა ირჩევს წარმომადგენლებს, რომლებიც პროკურორის მოვალეობას შეასრულებენ, ხოლო სენატი მოსამართლის.
როგორ გამოიტანს განაჩენს სენატი
მსჯავრის გამოსატანად საჭიროა ხმების ორი მესამედი, თუ ბრალდებულს დამნაშავედ სცნობენ, მაშინ ის მოიხსნება დაკავებული პოზიციიდან და აეკრძალება ამერიკის სახელით რაიმე სახის, შემოსავლით, პატივით ან ნდობით სარგებლობა. აშშ-ის სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე არ განიხილავს.
სენატში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა უარი განაცხადა 19 დეკემბრამდე სენატის მოწვევაზე. ეს კი ნიშნავს, რომ სენატი ამ საკითხს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ განიხილავს.
ცნობისათვის, 2019 წლის 18 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი პირველად გამოუცხადა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა. 2019 წელს კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დასდეს.