აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს სომხეთთან საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა.
„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ესაუბრა. მდივანი ბლინკენი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების შეჩერებას. მან მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები და იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადასაწყვეტად“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ სომხეთში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელმაც „სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის თავდასხმა დაგმო“.