საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მეუღლე დაგ მორისი „მთავარ არხთან“ აცხადებს, რომ კელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და თავდასხმები არ სწყინს, რადგან, ვინც ამას აკეთებს „ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან ამერიკულ იდეას“.
ამის შესახებ დაგ მორისმა „მთავარი არხის“ კითხვის - „ბრაზდება თუ არა ის როცა საქართველოს ხელისუფლების და მათთან აფილირებული პოლიტიკოსების მხრიდან არასამართლიან თავდასხმებს ისმენს“ საპასუხოდ განაცხადა
„კელი ძალიან ძლიერია, ვიცი რომ ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან ამერიკულ იდეას, პოზიციას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს. ასე რომ ეს არ მაწუხებს, რადგან ვიცი, რომ ეს კელისაც არ აწუხებს. ეს თავდასხმა კელის არ ეხება. ეს უფრო იმ ადამიანებს გამოხატავს, ვინც ასე საუბრობს“, - განაცხადა დაგ მორისმა.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება“ ივნისში დატოვეს. შემდეგ მოძრაობა „ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს და პერიოდულად აშშ-ის ელჩთან მიმართებით კრიტიკულ წერილებს აქვეყნებენ.