ჩინეთში, მაისის შემდეგ, კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების ფაქტი ჰებეის პროვინციაში დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
საერთო ჯამში, ჩინეთში კორონავირუსის 97 275 შემთხვევაა დადასტურებული. 90 953 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 796 პაციენტი კი გარდაიცვალა.