თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება

"საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

“ყველა ფორმალური პროცესი პოლონურ კომპანიასთან დასრულებულია. ამ კომპანიის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და არის ძალიან გამართლებული კერძო საწარმო. დავაფუძნეთ კერძო საწარმო კომპანია “დელტასთან” ერთად და წლის ბოლომდე დავიწყებთ წარმოებას”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ამასთან, თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით.