რუსეთის ფედერაცია საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს და უნდა შეჩერდეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა, რითაც ატომურ ელექტროსადგურთან (NPP) რუსეთის სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია სარაკეტო დარტყმა. ასევე - ფოტოები, რომლებიც ასახავს რუსეთის თავდასხმის შედეგებს.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსული რაკეტა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურიდან 300 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის მოკლევადიანი გათიშვა. სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მდებარე შენობებში ფანჯრები ჩაიმსხვრა.