მთავრობათაშორისი თანამშრომლობის და მდგრადობის გაზრდის მიზნით, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების უნივერსიტეტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, კურსს მასპინძლობს.
კურსი საქართველოს რიგი სამინისტროების, უწყებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ტარდება.
საელჩოს განმარტებით, ეს კურსი სიმპოზიუმებისა და სამუშაო ჯგუფების სერიის ნაწილია, რომელიც კრიზისული ან საგანგებო სიტუაციების მომზადებაში, მთლიანად, მთავრობის მდგრადობისა და მთავრობათაშორისი თანამშრომლობის გაზრდას ემსახურება.