უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხერსონის რეგიონში რამდენიმე სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა და ლიდერები დანიშნა. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონის კალინოვსკაიას დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაქსიმ კოჟემიაკა დაინიშნა, ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონის ნოვოტროიცკის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე - სერგეი პერეტიატკო, კახოვკის რაიონის სოფელ ზელენოპოდის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად - ევგენი პოზნიაკი, სკადოვსკის რაიონის მირნის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად - ვალენტინა გოლოვატაია.
7 სექტემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების არაერთი ადგილობრივი ადმინისტრაციის მენეჯმენტში საკადრო ცვლილებები განახორციელა.