„ჩვენ ვაფრთხილებდით. რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ – ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა. კოლაბორაციონისტებს მსგავსი ვარიანტები აქვთ“, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ხარკოვის რეგიონში სიტუაციას ვასტაბილურებთ. ვიკავებთ პოზიციებს ძლიერად. იმდენად მტკიცედ, რომ დამპყრობლები პანიკაში არიან. ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ რუს სამხედროებს მხოლოდ ორი გზა აქვთ - გაქცევა ჩვენი მიწიდან ან ტყვეობა", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლიციას გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მართლწესრიგის სწრაფი აღდგენისთვის.
მან ასევე განაცხადა, რომ ხვალ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. უკრაინა ასევე მონაწილეობას მიიღებს სასურსათო უსაფრთხოების სამიტში.