ამირან გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ამირან გამყრელიძე სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და ახლა სამსახურშია.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა.

ამირან გამყრელიძე ბინაზე მკურნალობდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.