კიევი: უკრაინელმა სამხედროებმა სამხედრო ტექნიკით დატვირთული რუსული გემი ჩაძირეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა, ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრში ოკუპანტების სატვირთი გემი ჩაძირეს.

„მტერი დნეპრზე ალტერნატიული გადასასვლელის მოწყობას ცდილობდა ნოვაია კახოვკისა და კაზაცკის მიდამოებში, წარუმატებელი აღმოჩნდა. უკრაინის დამცველებმა იარაღით, აღჭურვილობითა და პერსონალით დატვირთული ბარჟა ჩაძირეს“, - იუწყება სამხრეთის ოპერატიული სარდლობა.