ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დახმარების ტემპი ჩვენი სამხედროების მოქმედების ტემპს უნდა შეესაბამებოდეს

პარტნიორების მიერ უკრაინას დახმარების ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოძრაობის ტემპს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ტემპი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სტაბილიზაციის ტემპი. ჩვენი ჯარების მოძრაობის ტემპი. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნორმალური ცხოვრების აღდგენის ტემპი და, პარტნიორების მხარდაჭერის ტემპი. ამაზე გულწრფელად ვსაუბრობთ - უკრაინას დახმარების გაწევის ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოძრაობის ტემპს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

„ხარკოვის რეგიონში სიტუაციას ვასტაბილურებთ. ვიკავებთ პოზიციებს ძლიერად. იმდენად მტკიცედ, რომ დამპყრობლები პანიკაში არიან. ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ რუს სამხედროებს მხოლოდ ორი გზა აქვთ - გაქცევა ჩვენი მიწიდან ან ტყვეობა", - განაცხადა ზელენსკიმ.