„თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, ინტერვენციის შედეგად დაკავებული მიწის დაბრუნება ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, უნდა მიეცეს თუ არა უფლება რუსეთს, შეინარჩუნოს ტერიტორიის ნაწილი, რომელიც უკრაინაში, თებერვალში შეჭრის შემდეგ დაიკავა და უნდა იყოს თუ არა ეს ამ კონფლიქტის გადაწყვეტის ნაწილი?
„არა, უდავოდ არა. როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთშეთანხმებაზე, სწორედ ამას ვგულისხმობთ. თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, ინტერვენციის შედეგად დაკავებული მიწის დაბრუნება ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება. ეს არის ის, რაც მოსალოდნელია. ეს არის ის, რაც სასურველია. ბატონმა პუტინმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება.
უნდა მიეცეს თუ არა რუსეთს ყირიმის შენარჩუნების უფლება? - ამ შეკითხვის საპასუხოდ, ერდოღანმა განაცხადა, რომ 2014 წლის შემდეგ პუტინს სთხოვს, რომ ყირიმი მის კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნოს.
„2014 წლიდან ამაზე ვესაუბრებით ჩემს ძვირფას მეგობარ პუტინს და სწორედ ამას ვითხოვდით მისგან“, - განაცხადა ერდოღანმა.