"მზად ვარ მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელო ყველა იმ მიმართულებით, რაც მრავალი წლის განმავლობაში აკავშირებდა ჩვენს ქვეყნებს", - ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე გიორგი გახარიას, საქართველოს პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.
მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ ლიეტუვას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის, ისევე როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობის მიმართ.
„ნება მიბოძეთ, ლიეტუვის მთავრობის სახელით გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა. ულევ წარმატებას გისურვებთ თქვენი ხალხისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.
მადლობას მოგახსენებთ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის მოლოცვისთვის. მზად ვარ მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელო ყველა იმ მიმართულებით, რაც მრავალი წლის განმავლობაში აკავშირებდა ჩვენს ქვეყნებს. ლიეტუვას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის, ისევე როგორც თქვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობის მიმართ.
მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყნები, მოიცვა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ და მისგან მომდინარე შედეგებმა. ვაქცინაციის პროცესის დაწყება პანდემიასთან ბრძოლის გარდამტეხი მომენტია. ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ლიეტუვამაც მოუწოდა ევროპის კომისიას ისეთი მხარდამჭერი მექანიზმის შექმნისკენ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ადრეულ ეტაპზე შეაძლებინებს ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის მოპოვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები ახლო მომავალში შესძლებენ ამ გამოწვევის დაძლევას.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ დაკავებულ თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას და ულევ წარმატებას გისურვებთ თქვენ, ხოლო ქართველ ხალხს - გამარჯვებასა და კეთილდღეობას.
გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.