მოლდოვაში, რუმინეთისა და აშშ-ის ძალების მონაწილეობით, სამხედრო წვრთნები დაიწყო

მოლდოვაში, ბულბოკის პოლიგონზე, 20 სექტემბერს, სამხედრო წვრთნები Fire Shchi-2022 დაიწყო, რომელშიც რუმინელი და ამერიკელი სამხედროები მონაწილეობენ. ამის შესახებ Newsmaker- ი იტყობინება.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ცეცხლის ფარი“ ეროვნული არმიის 2022 წლის სასწავლო გეგმის ნაწილია. წვრთნები 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება. 

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის, „ყველაფერი გააკეთოს“ ქვეყანაში რუსულენოვანი ხალხის დასაცავად და რომ რუსეთი განიხილავს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მას საფრთხედ თვლის. 

ამ განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მოლდოვაში რუსეთის საქმეთა დროებით რწმუნებული გამოიძახა. პრეზიდენტმა მაია სანდუმ კი, ლავროვის განცხადებას „დესტაბილიზაციის მცდელობა“ უწოდა.