უკრაინა: დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებს შორის არსებულ მონაკვეთზე უკრაინის დროშა აღიმართა

დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებს შორის საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა. ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პავლო კირილენკო აცხადებს.

„დონეცკისა და ხარკოვის ოლქების საზღვარზე დამონტაჟებულ აბრაზე უკრაინის დროშა აღიმართა! ჩვენი შეიარაღებული ძალების წყალობით, კიევი-ხარკოვი-დოვჟანსკის ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი თავისუფალია ოკუპანტებისგან, მაგრამ უკიდურესად საშიში ის ფაქტი, რომ ტერიტორია სავსეა მომაკვდინებელი ლითონის ჯართით“, - წერს კირილენკო.

მისივე თქმით, ამ მხარეში ბოლო დრომდე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა მხოლოდ მიტოვებული აღჭურვილობა და დანაღმული ველები რჩება.