თეთრმა სახლმა რუსეთში აშშ-ის ელჩის კანდიდატურა დაასახელა

თეთრმა სახლმა რუსეთში აშშ-ის ელჩად ბაიდენის მიერ შერჩეული ლინ ტრეისის კანდიდატურა დაასახელა.

ჯონ სალივანს ვადა ამ თვის დასაწყისში ამოეწურა.

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ქალი პირველად უხელმძღვანელებს. 

ლინ ტრეისი 2014-2017 წლებში მოსკოვში აშშ-ის ელჩის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2019 წლიდან აშშ-ის ელჩია ერევანში.