წუხელ ღამით, მუხიანში, საცხოვრებელ სახლში 2 ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭები მეგობრები იყვნენ და ისინი ქირით ცხოვრობდნენ ბინაში. მათივე ინფორმაციით, ბიჭები 20 და 21 წლის იყვნენ.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი.
Europetime დამატებითი დეტალების შსს-ში გარკვევას ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.