მინდა გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც იყო სამწუხაროდ შეურაცხმყოფელი, ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„უნდა გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც იყო სამწუხაროდ, შეურაცხმყოფელი. ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ. სოზარ სუბარი ხომ? რაც მას აქვს გაკეთებული ბევრი ვერ დაიკვეხნის ხომ? ის სახალხო დამცველი იყო და ყველაზე კრიტიკულ დროს უპირისპირდებოდა უმძიმეს რეჟიმს, როდესაც სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უჯდებოდა ადამიანებს ეს ყველაფერი.
მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ყოველთვის იყო პრინციპების ერთგული და მებრძოლი, დიტო ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და ესეთი ადამიანები არიან, გარდა მათი ფორმალური სტატუსისა და რაც ითქვა ელჩის მხრიდან, რომ ისინი ავრცელებენ ტყუილებს და რუსული ტიპის დეზინფორმაციას. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილს ავრცელებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, აქ სრულიად გავემიჯნებოდით შინაარსობრივად, მაგრამ რეალურად ამაში არ არის საქმე", - განაცხადა კობახიძემ.
ასევე წაიკითხეთ;